ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი მეფრინველეობის ფერმა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახს ეწვია, სადაც  ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანიის „დმანისის მეცხოველეობა“ ფერმა დაათვალიერა. მაღალტექნოლოგიური ფერმა, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. სარგებლობს პროექტით „შეღავათიანი აგროკრედიტი“. თანამედროვე სტანდარტებით მოქმედი ფერმა, გათვლილია მეხორცული ჯიშის  საქონელზე. დღეისათვის, ფერმაში სალერსის ჯიშის 800 სული პირუტყვია. ფერმა სრული ციკლის წარმოებისათვის პირუტყვის საკვებსაც აწარმოებს. დავით სონღულაშვილმა შეხვედრა გამართა კომპანიის ფრანგ აქციონერებთან და კომპანიის ექსპერტებთან, რომელთა რეკომენდაციებით, იმართება კომპანიაში პროცესი და ხდება დასაქმებული ადგილობრივების კვალიფიკაციის ამაღლება. კომპანიის „დმანისის მეცხოველეობა“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ჟაკ ფლურიმ, ყურადღება გაამახვილა რამდენიმე წლის წინ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს შორის დაწყებულ თანამშრომლობაზე. სწორედ ამ პროცესმა შექმნა შესაძლებლობა, ქართულ ფრანგული ინვესტიციით შექმნილიყო მაღალტექნოლოგიური ფერმა.