ქართულ-ფრანგული დოკუმენტური ფილმები

10 ქართველი და 10 ფრანგი რეჟისორის კოპროდუქცია.

რამდენიმე დღეში თბილისში იმ ხუთი დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება, რომლებიც პრესტიჟული ფრანგული დოკუმენტური ფილმების ფესტივალის ფარგლებში შეიქმნა. ქართველი ემიგრანტები, სმენადაქვეითებულები, სოფლის მეურნეობა, მდიდრები და ღარიბები, სიგიჟე – ეს ის თემებია, რომლებზე დაყრდნობით ქართველმა და ფრანგმა კინემატოგრაფისტებმა განსხვავებული, ძირითადად, სოციალური თემატიკის მქონე მინიფილმები მოამზადეს.