„ქართულ-ებრაული ურთიერთობები“ – ღონისძიება საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში, გაიმართა სოხუმში დაბადებული ქართველი ებრაელის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, იაკობ ოფირი-ეფრემაშვილის წიგნის, „საქართველოს ებრაელთა ისტორია“ პრეზენტაცია. წიგნი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერით გამოიცა. ორტომეულში შესულია უნიკალური საარქივო მასალები, რომელთაც დიდი ხნის განმავლობაში ედო გრიფით საიდუმლო. ღონისძიების მიზანია ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების წარმოჩენა.