ქართულ-ჩინური ფორუმი

„აბრეშუმის გზაზე“, – ამ სახელწოდებით საქართველო-ჩინეთის კულტურის და ბიზნესის ფორუმი იმართება თბილისში.

დედაქალაქის მერიის შესაბამისი საქალაქო სამსახურების და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა, ასევე ჩინეთის დელეგაციის წევრებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და პროექტები. განიხილეს თანამშრომლობის გზები, პერსპექტივები, გამოწვევები და მიზნები კულტურის, განათლების და კულტურული ტურიზმის მიმართულებით.

ფორუმის დასასრულს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას.

ღონისძიება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახელში გაიმართა.