ქართულ-ბრიტანული პროექტები განათლების სფეროში 

21:55, 22.05.2025

დიდი ბრიტანეთის უმაღლესი სასწავლებლები საქართველოში საკუთარი წარმომადგენლობების გახსნას გეგმავენ – ეს არის ერთ-ერთი ნაწილი იმ გეგმიდან, რომელიც ლონდონში საქართველოს განათლების მინისტრის ვიზიტის დროს შეთანხმდა.

ჩამონათვალშია რამდენიმე პრესტიჟული უნივერსიტეტიც. ალექსანდრე წულაძე განათლების მსოფლიო ფორუმში მონაწილეობდა. ღონისძიების მონაწილეებმა ერთმანეთს უმაღლესი განათლების სფეროში საკუთარი ქვეყნებიც გამოცდილება გაუზიარეს. განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საგანმანათლებლო პროცესში ხელოვნური ინტელექტისა და ონლაინ-ტექნოლოგიების გამოყენება.

მსგავსი