ქართულ-აზერბაიჯანული სოციალურ-კულტურული ახალგაზრდული პლატფორმის გახსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ აზერბაიჯანულ-ქართული სოციალურ-კულტურული ახალგაზრდული პლატფორმის გახსნას უმასპინძლა. პლატფორმის მიზანი ორი ქვეყნის კულტურული კავშირებისა და ტრადიციების პოპულარიზაციაა. პრეზენტაციის შემდეგ ქართველი და აზერბაიჯანელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ – მარნეულისა და თბილისის ცენტრების აღსაზრდელთა ხელნაკეთი ნამუშევრების ექსპოზიცია გაიმართა. მოწვეული სტუმრების გარდა, პანელის გახსნას აზერბაიჯანის მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.