ქართულ-ამერიკული ურთიერთობები – პასუხი აშშ-ის საელჩოს

21:02, 28.05.2025

ახალი გზავნილები ვაშინგტონიდან: გაჩნდა თუ არა ურთიერთობის ნორმალიზების ნიშნები – დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გამოგზავნილმა მისალოცმა ტექსტმა არაერთგვაროვანი მოლოდინები შექმნა. პოლიტიკურ წრეებში სხვადასხვანაირად იკითხება მთავარი ფრაზა, რომლის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთგულია საქართველოს მთავრობასთან ნაყოფიერი და მშვიდობიანი ურთიერთობის განმტკიცების. პოლიტიკური სპექტრი ჯერ ამერიკის პრეზიდენტის აქცენტების და გზავნილების გაანალიზებით იყო დაკავებული, როცა განცხადება უკვე აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.

რა მიზნით ითხოვდა 22 მაისს ელჩი დანიგანი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რაზეც უარი მიიღო. უარი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა და საპატიო თავმჯდომარემაც დაადასტურა, მიზეზად კი პირადი შანტაჟი დაასახელა, რის ფონზეც სახელმწიფო საქმეებზე საუბარს არასწორად მიიჩნევს. როგორც ტრამპის, ასევე ამერიკის დიპლომატიური მისიის დღევანდელი განცხადების შინაარსი საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. მილოცვას, სადაც მკაფიო აქცენტებია დასმული, ოპოზიცია პროტოკოლურ ტექსტად აფასებს და დარწმუნებულია, რომ სტრატეგიული პარტნიორობის აღსადგენად ვაშინგტონი თბილისს ორ, მათ შორის ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნას უყენებს. ამერიკის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, საქართველოსთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის პირველმა გზავნილმა ოპტიმისტური პროგნოზები გაუმყარა ხელისუფლებას.

მსგავსი