უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროფესიაში სტუდენტებს ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამებს სთავაზობს. საპატრიარქოს უნივერსიტეტი პირველია, სადაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ორ მიმართულებაზე სწავლება, ამერიკული სტანდარტით ხდება და კურსდამთავრებულებს ორენოვანი აკადემიური ხარისხი ენიჭებათ. სასწავლო პროგრამები წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის და ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტების თანამშრომლობის შედეგია. ამერიკის უსაფრთხოების სააგენტოს მიერ საუკეთესოდ აღიარებულ სამაგისტრო პროგრამებს პირველი კურსდამთავრებულები უკვე საქართველოშიც ჰყავს.