ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება
ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს თანამშრომლობით, ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება „NEXUS Georgia 2026“ ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა.
სწავლების ფარგლებში, მონაწილე უწყებებს შესაძლებლობა ჰქონდათ, რეალურ გარემოში ემუშავათ სამი სხვადასხვა სცენარით განვითარებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე, პრაქტიკაში გამოეცადათ არსებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და გამოევლინათ კონკრეტული ხარვეზები ინციდენტებზე რეაგირებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესში.