ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება

21:12, 02.09.2026

წვრთნები უსაფრთხოების სფეროში ამერიკული მხარის მონაწილეობით – ბათუმში საველე-პრაქტიკული სწავლების კურსი დასრულდა. როგორ უნდა მოხდეს კრიზისულ სიტუაციებში უწყებათაშორისი კოორდინაცია და როგორ უნდა მოხდეს ქიმიური, რადიაციული, ბირთვული და ბიოლოგიური საფრთხეების მართვა – ეს იყო იმ სწავლების მიზანი, რომელიც სუს-მა ამერიკის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან თანამშრომლობით ჩაატარა. NEXUS Georgia 2026-ში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, კიდევ რამდენიმე უწყების დანაყოფები მონაწილეობდნენ. სწავლება რეალურ გარემოში რამდენიმე სცენარით წარიმართა.

მსგავსი