ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ევროპის საგრანტო ოფისი და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრი გაიხსნა. ცერემონიას საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორი დაესწრო. პროგრამის მიზანი საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესება და ევროპულ სამეცნიერო სივრცეში საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციაა.