„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია. ნიკა მელიას ჯარიმა და ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა განესაზღვრა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა შეეფარდა.
ნიკა მელიას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი. სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ის დამნაშავედ იქნა ცნობილი და 25 000 ლარი ჯარიმის სახით განესაზღვრა, ხოლო 205-ე მუხლში კი გამართლდა, რაც გულისხმობს ქონების დამალვას მოჩვენებით ან თვალთმაქცური გარიგებით. რაც შეეხება ზურაბ ადეიშვილს, ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და ხუთი წლითა და სამი თვით პატიმრობა შეეფარდა.
დეტალებით ნოდარ ჩაჩუა.