„ქართლში“ მცხოვრები დევნილები ხელისუფლების შეთავაზებას არ თანხმდებიან

ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრები დევნილების საკითხი ისევ გადაუჭრელი რჩება. ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებას მძიმე პირობებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახები არ თანხმდებიან. ხელისუფლება ბინების თავად მოძიებასა და მათ შეძენაში დახმარებას ან მიმდინარე მშენებლობების დასრულებამდე ქირით უზრუნველყოფას სთავაზობს.

ადრესატები სამინისტროს არ ენდობიან და არც შეთავაზებულ თანხას მიიჩნევენ საკმარისად. ამიტომ საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, საპროტესტო აქციები გრძელდება. 100-ზე მეტი ოჯახის პრობლემა აქტუალობას არ კარგავს პარლამენტშიც.