ქართლის მოქცევის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

საზოგადოებრივმა მოძრაობამ, „ის, რაც გვაერთიანებს“, ჩუბინაშვილის ეროვნულ ცენტრში, ქართლის მოქცევის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი მესამე ღონისძიება გამართა.

შეხვედრაზე თარიღის მნიშვნელობასა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს. თარიღისადმი მიძღვნილი შეხვედრები 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება და სხვადასხვა შემეცნებითი შეხვედრები და შემოქმედებითი საღამოები, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში გაიმართება.