ქართლის მოქცევის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილ მორიგ კულტურულ-საგანმანათლებლო საღამოს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა.
ღონისძიებები საზოგადოებრივი გაერთიანება „ის რაც გვაერთიანებს“ ინიციატივითა და ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. ქართლის მოქცევის 1700 წლისთავი მომავალ წელს აღინიშნება და ეს ღონისძიებები იუბილეს ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპია. ბათუმში გამართულ საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ზვიად ბოლქვაძე, სოფო ხალვაში, ბათუმის კვინტეტი და სხვა შემსრულებლები