ქართლის მოქცევის 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება 

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართლის მოქცევის 1700 წლისთავის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება საზოგადოებრივი გაერთიანების, სახელწოდებით, „ის, რაც გვაერთიანებს“, ინიციატივით გაიმართა. მასში მონაწილეობა თეატრალურის კვარტეტმა მიიღო. მსგავსი ღონისძიება უკვე გაიმართა თბილისში, ქუთაისის შემდეგ კი ღონისძიება ბათუმშია დაგეგმილი.