ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი კასპში

კასპში „ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხნის მოდერნიზაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

ორგანიზაციის მენეჯმენტის ინფორმაციით, ქარხნის მოდერნიზაციის პროექტი უახლესი ტექნოლოგიებით მნიშვნელოვნად შეამცირებს საწარმოო ხარჯებს და გაზრდის ენერგოეფექტურობას. ამასთან, პროექტი ევროპული სტანდარტის ფილტრების და ემისიების მუდმივი მონიტორინგის აპარატურის დამონტაჟებასაც ითვალისწინებს, რომლითაც  გაკონტროლდება მტვრისა და გამონაბოლქვის რაოდენობა.

ქარხნის მოდერნიზაციის პროექტის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეცნო.