ქარიშხალი „დორიანი“ აშშ-ს უახლოვდება

ქარიშხალმა ,,დორიანმა” ბაჰამის კუნძულებზე დამანგრეველი შედეგები გამოიწვია.

არის მსხვერპლი და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. ზარალს ახლაც ითვლიან. გადარჩენილები თავშესაფრებში გადაჰყავთ. ამჯერად ქარიშხალი ამერიკის შეერთებული შტატების ატლანტის სანაპიროს მიუახლოვდა. სამხრეთ კაროლინის ქალაქ ჩარლსტოუნში ძლიერი წვიმა და ქარია. სტიქიის ეპიცენტრში საგანგებო ზომებს იღებენ.