ქაოტური მშენებლობები თბილისში

დედაქალაქში მიმდინარე ქაოტურ მშენებლობებზე კონტროლი მკაცრდება.

ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით, თბილისში 6 მილიონ კვადრატულ მეტრზე მერიის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების ნებართვები უკვე გაცემულია.

მშენებლობის ბუმის პარალელურად იზრდება იმ მოქალაქეთა საჩივრების რაოდენობაც, რომლებიც მშენებარე კორპუსების თუ ობიექტების დემონტაჟს ითხოვენ. პასუხად, თბილისის მთავრობა სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცედურის გამკაცრებას გეგმავს, თუმცა ჯერ უცნობია, რა ბედი ეწევა იმ კორპუსებს და შენობებს, რომლებიც შესაძლოა, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს, თუმცა მათი მშენებლობა თავის დროზე კანონიერად დაიწყო.

რამდენიმე ასეთი კორპუსი დღეს მოამბის ჟურნალისტმაც გადაიღო.

დატოვე კომენტარი