ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება ამბროლაურში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, პარტიის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების წევრ ქალებს შეხვდნენ. შეჯერდა პოზიციები ქალთა ორგანიზაციის დაფუძნების ვადებსა და დამფუძნებელი ყრილობის ჩატარებასთან დაკავშირებით. რაჭით დასრულდა ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებული შეხვედრები რეგიონებში.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, დაიწყება მზადება ქალთა ორგანიზაციის ყრილობისთვის, რომელიც სავარაუდოდ, ერთი თვის შემდეგ, თბილისში ჩატარდება.