ქალთა ნაკრების მზადება

7 აპრილს საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს გამართავს.

გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით გუნდი გორში, შვედეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, რომელიც ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი და მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე ადგილოსანია. საქართველოს ნაკრებმა გორში გამგზავრებამდე ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ღია ვარჯიში გამართა. ჩვენი ეროვნული გუნდი შვედეთთან დაგეგმილი მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება.

7 აპრილს, საქართველოსა და შვედეთის ქალთა ნაკრებების შეხვედრა გორში 20:00 საათზე დაიწყება. შემდეგ შეხვედრას ჩვენი ეროვნული გუნდი 12 აპრილს სტუმრად ფინეთთან გამართავს.