ქალთა მოძრაობის მოთხოვნა

ორგანიზაცია „ქალთა მოძრაობის“ წარმომადგენლები „ქალსა და ოჯახში ძალადობის კანონში“ ფემიციდის განმარტების ჩადებას ითხოვენ. მათი თქმით, დამატება უნდა გაკეთდეს 24 ივნისამდე. ასევე, უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი.

ორგანიზაციის წევრების თქმით, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის აუცილებელია ქალთა გაძლიერება, რადგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ევროკომისიის დასკვნაში 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სწორედ გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს ეხება.