ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღე

საქართველოს პირველი არხის შენობა დღეს წითელ ფერშია განათებული. ამ სიმბოლური ჟესტით ტელევიზია ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს და ამ თარიღთან დაკავშირებულ ყველა აქტივობას და კამპანიას უერთდება.

ბოლო ერთი წლის სტატისტიკა აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ოჯახური თუ სხვა სახის ძალადობა ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. აღმოჩნდა, რომ კოვიდ-პანდემიამ პრობლემა კიდევ უფრო გაამწვავა.