ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

განისაზღვრა ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების წესი. კომიტეტს ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე დარახველიძემ წარუდგინა. მისი თქმით, კანონპროექტი მსხვერპლი ქალების მოძალადეებისგან დაცვას ისახავს მიზნად. მექანიზმი ძალადობის განმეორების რისკის არსებობის შემთხვევაში იქნება გამოყენებული.