ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის დღე

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. თარიღს ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი. პაველ ჰერჩინსკის თქმით, სტატისტიკა საგანგაშოა. მსოფლიოში თითქმის ყოველ მესამე ქალს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ფიზიკური ან სექსუალური ძალადობა განუცდია. ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ელჩის განცხადებით, საქართველოში ევროკავშირი სხვადასხვა პროექტს აფინანსებს. მათი მიზანი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებაა.