ქალთა მიმართ ძალადობა

საქართველოს სახალხო დამცველმა და ევროპის საბჭომ, ქალთა მიმართ სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე, ერთობლივი ონლაინკონფერენცია გამართეს. ისაუბრეს დანაშაულსა და მართლმსაჯულებაზე. კვლევის თანახმად, საქართველოში სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმართვიანობის მაჩვენებელი დაბალია და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემის შემთხვევებიც მცირეა.

კვლევა 2017-2019 წლის პერიოდს მოიცავს. დოკუმენტის მიხედვით, პოლიციაში 361 შეტყობინება შევიდა, საიდანაც გამოძიება 251 საქმეზე დაიწყო და მხოლოდ 26 განაჩენი დადგა, 20 პირი დამნაშავედ ცნეს, ექვსი კი გამართლდა. კონფერენციაზე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.