ქალთა მიმართ ძალადობა

ინოვაციების და რეფორმების ცენტრმა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის პროგრამა შეაჯამა.

საპილოტე პროექტი 2017 წელს დაიწყო.  მისი მიზანი იყო გაერკვია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებები და შეექმნა შესაბამისი სერვისები. სპეციალურად პროექტის ფარგლებში აშენდა თავშესაფარიც, რომელშიც ერთდროულად 10 ადამიანის განთავსება იყო შესაძლებელი. პროგრამამ საბოლოო ჯამში, 20 ბენეფიციარს გაუწია დახმარება. პროექტი  ევროკომისიის მხარდაჭერით და სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციის ჩართულობით განხორციელდა.