ქალთა მიმართ ძალადობა

სახალხო დამცველს საგამოძიებო უწყებების მიმართ შენიშვნები აქვს. ომბუდსმენი მათ გენდერული ნიშნით ძალადობის ფაქტებზე რეაგირების მექანიზმებს უწუნებს.

სტატისტიკის მიხედვით, ბოლო პერიოდში ქალთა მკვლელობების და მათ მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობის შემთხვევები შედარებით შემცირებულია, თუმცა ომბუდსმენი ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მეტი სამუშაო აქვს ჩასატარებელი.

პრევენციული ზომების არაეფექტურობა ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რითაც სახალხო დამცველი გენდერული ნიშნით მკვლელობის მაღალ სტატისტიკას ხსნის.