„ქალთა მარში“ - თბილისში აქცია-პერფორმანსი გაიმართა

თბილისში ქალთა მარში სახელწოდებით „ჩვენ გადავწყვიტოთ ვისია საქართველო“ გაიმართა. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ და სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ გაემართნენ. ჩატარდა პერფორმანსიც. პროტესტის მონაწილეებმა სხვადასხვა წარწერით გაფორმებული ჩემოდნები „ქართული ოცნების“ საპატიო თავჯდომარის სახლთან დატოვეს. მათი თქმით, ამით ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდეს. მარშში ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.