ამ წუთებში თბილისში ქალთა მარში იმართება, სახელწოდებით „ჩვენ გადავწყვიტოთ ვისია საქართველო“. აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე არიან შეკრებილები და სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მოაწყობენ მსვლელობას. მარშს შეუერთდნენ ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. მათი განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევაა. აქციის დროს დაგეგმილია პერფორმანსიც, ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობის მონაწილეებს თან ექნებათ ჩემოდნები, რითაც სიმბოლურად ბიძინა ივანიშვილს ქართული პოლიტიკიდან წასვლისკენ მოუწოდებენ. მათივე თქმით, სამგზავრო ჩანთები ასევე ქვეყანაში ემიგრაციის პრობლემას გამოხატავს.