ქალთა კვოტირების საკითხი  

„ქალთა მოძრაობისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ, რომელიც ქალთა კვოტირებას ეხება. საარჩევნო რეფორმის გარდამავალ დებულებაში აღნიშნულია, რომ 2028 წლამდე ჩასატარებელი თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სიის შედგენის წესს პოლიტიკური პარტია იმგვარად განსაზღვრავს, რომ წარდგენილ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს განსხვავებული სქესის წარმომადგენელი. დღეს მოქმედი კანონით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქალთა კვოტირება განსაზღვრულია ყოველ ორ წევრს შორის. ოპოზიცია, არსებული წესის შენარჩუნებას ითხოვს.