ქალთა ეკონომიკური ფორუმი 

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხზე კონფერენცია ჩატარდა.

ღონისძიებას ბრიტანეთის ელჩი და პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი დაესწრნენ. საქართველოს პარლამენტის წევრებმა, სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის, მათ შორის ბანკების წარმომადგენლებმა, ქალთა უფლებების დამცველებმა, მკვლევარებმა, სტუდენტებმა და მეწარმე ქალებმა არსებული ბარიერები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკურად აქტიური ქალების მხოლოდ 58%-ია, რაც 20%-ით ჩამორჩება მამაკაცების მაჩვენებელს.