თბილისის საკონცერტო დარბაზიდან, პარლამენტამდე ქალებმა საპროტესტო მარში გამართეს.
მანიფესტაციის მონაწილეები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ასევე სოლიდარობას უცხადებენ აქციებზე დაშავებულებს და დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. ისინი მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართნენ და აქციის სხვა მონაწილეებს შეუერთდნენ.
თბილისის პარალელურად, ქალთა მარში ქუთაისსა და ბათუმში იმართება.