„ქალაქი მოჩვენება“ - სამხედრო წვრთნები უკრაინაში

უკრაინის საზღვრებთან რუსი ჯარისკაცების მობილიზაციაზე საპასუხოდ, ამერიკელი ჯარისკაცები პოლონეთში ჩავიდნენ.

უკრაინაში სამხედრო დახმარებას სხვადასხვა ქვეყანა აგზავნის, მათ შორის კანადა და პოლონეთი. გრძელდება დასავლეთის დიპლომატიური ძალისხმევაც. მომდვენო კვირას კიევში საფრანგეთის პრეზიდენტს და გერმანიის კანცლერს ელოდებიან. მათ მიზანს უკრაინის მხარდაჭერა და რუსეთიდან მომავალი საფრთხის მშვიდობიანი გზით განმუხტვა წარმოადგენს. მიუხედვად იმისა, რომ ამ დრომდე რუსეთის მხრიდან მასშტაბური ესკალაციის საფრთხე დაბალია, უკრაინაში მოვლენების ყველაზე ცუდი სცენარით განვითარებისთვის მაინც ემზადებიან. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩერნობილის აკრძალულ ზონაში წვრთნები პირველად გამართა. ატომური ელექტროსადგურიდან სამ კილომეტრში მდებარე „ქალაქი მოჩვენება“ – პრიპიატი, სადაც სწავლება გაიმართა, ბელარუსის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ჩერნობილში გამართულ წვრთნებს თვალს ადევნებდა ჩვენი გადამღები ჯგუფი.

ჟურნალისტ ლევან ახალაიას, ოპერატორ გიორგი კიკვაძის და ფოტორეპორტიორ ირაკლი გედენიძის ექსკლუზიური რეპორტაჟი ჩერნობილიდან.