ქალაქ იჯევანის დელეგაცია რუსთავში

12:28, 16.11.2025

რუსთავს, სომხეთის ქალაქ იჯევანის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. ქალაქის მერს და სხვა წარმომადგენლებს, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა რეხვიაშვილი, მერის მოადგილეები და რუსთავის მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ტურიზმის, სპორტის და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ოფიციალური ნაწილის შემდეგ, სომეხმა სტუმრებმა რუსთავის ციხე-ქალაქზე და შუა საუკუნეების სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, ციფრული განვითარების და მუნიციპალური სერვისების ცენტრები, ასევე სხვა ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

მსგავსი