ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონები – ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე, ნინო ბაციაშვილი, ლელა ჯავახიშვილი და სალომე მელია სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახლობლები და ფედერაციის წარმომადგენლები დახვდნენ. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ეროვნული ნაკრები მსოფლოს გუნდური ჩემპიონატის გამარჯვებულია.
პოლონეთში მიმდინარე პირველობაზე ფინალური ეტაპის ორივე შეხვედრაში მათ ყაზახეთის გუნდი დაამარცხეს. საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა ზუსტად ამ შემადგენლობით მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 2015 წელსაც გაიმარჯვა.