პუტინისა და ასადის შეხვედრა სოჭში

ტერორიზმი, პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და სირიის არაბული რესპუბლიკის მომავალი – ეს ის საკითხებია, რომლებზეც რუსეთის და სირიის პრეზიდენტებმა სოჭში იმსჯელეს. ბაშარ ალ ასადი რუსეთში სირიის კონფლიქტის ფონზე უკვე მეორედ ჩავიდა. ლიდერებმა სირიაში რუსეთის სამხედრო მისიის დასრულების მოახლოება დააანონსეს.

სირიის კრიზისზე დღეს პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი უნდა შედგეს.

350 ათასზე მეტი გარდაცვლილი, 9 მილიონი იძულებით გადაადგილებული  და 4 მილიონამდე დევნილი – ამ ეტაპზე ასეთია სირიის თითქმის შვიდ წლიანი კონფლიქტის შედეგი.