რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა თუ „არ ისურვებს საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას“, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის. პუტინის თქმით, კიევის რეჟიმის მეთაურები არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას. ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო ძალების სამეთაურო პუნქტში გააკეთა, სადაც მოისმინა შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოხსენება. კერძოდ, საუბარი იყო დონეცკის ოლქში, ქალაქ მირნოგრადისა და ზაპოროჟიეს ოლქში გულიაიპოლეს დაკავების შესახებ. ამ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები უარყოფენ.