პუტინის განცხადების შეფასება

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა.

ასე აფასებენ თბილისში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინის განცხადებას. ნატო-ში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებაზე რუსეთს უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება. ვლადიმერ პუტინმა ეს ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში თქვა. რუსეთის საზღვრებთან ნატო-ს ინფრასტრუქტურის მიახლოებას ვლადიმერ პუტინი საფრთხედ აფასებს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამაც განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-ში შესვლას შედეგები მოჰყვება.

დატოვე კომენტარი