პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს. ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო, – ამბობს რუსეთის პრეზიდენტი. ამასთან, პუტინმა  განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნასაც. მისი შეფასებით, ეს ჟურნალისტისთვის „დიდი პატივი“ იქნება.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ საქართველოს ზარალს აყენებენ.

დატოვე კომენტარი