ამერიკის შეერთებული შტატები ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ელჩის თქმით, ვლადიმერ პუტინს თუ სურს, აჩვენოს მზრუნველობა, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.