პუტინის გადაწყვეტილება - გამოხმაურებები

სავიზო რეჟიმის და პირდაპირი ავია-მიმოსვლის აკრძალვის გაუქმებას პუტინის მიერ მორიგ რუსულ პროვოკაციად აფასებს საქართველოს პრეზიდენტი. საკითხზე სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა. პრეზიდენტი მოუწოდებს მთავრობას უსაფრთხოების საბჭოს შეკრებისკენ. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობას მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს.