პუტინის და ერდოღანის შეხვედრა 

მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში ომის დასრულება ახლა იმ შეხვედრაზეა დამოკიდებული, რომელიც მოსკოვში მიმდინარეობს.

იდლიბში დაწყებული ახალი შეტაკებების შემდეგ რუსეთის და თურქეთის პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. ორივე მხარე თანხმდება, რომ დღევანდელი აუდიენცია და მისი შედეგები ტესტი იქნება რუსეთ-თურქეთის ურთიერთობისთვის, რომელიც ბოლო პერიოდში უკიდურესად არის გამწვავებული. მთავარი თემა წინა კვირას იდლიბში რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის სამთავრობო არმიის ავიაიერიშია, რასაც 34 თურქი ჯარისკაცი ემსხვერპლა. დღევანდელ აუდიენციაზეა დამოკიდებული, შეწყვეტს თუ არა ანკარა სირიის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ერთადერთ რეგიონში იერიშის საპასუხოდ დაწყებულ სამხედრო ოპერაციას. შეხვედრის შედეგებს ელოდებიან ევროპელი ლიდერებიც, რომლებიც იდლიბში სიტუაციის ესკალაციამ მიგრანტთა კრიზისის წინაშე დააყენა.