პუტინი-ტრამპის შეხვედრა – სამშვიდობო ზავის პერსპექტივა

21:30, 11.08.2025

სამ წელიწადნახევრიანი ომის დასრულებისთვის პირობების შექმნას ამერიკისა და რუსეთის ლიდერები 15 აგვისტოს ალასკაზე შეეცდებიან.

მთელი მსოფლიო ელოდება, თუ რა შედეგებს მოიტანს დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები. შტატების პრეზიდენტს ომის დასრულება სურს, რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა კი ომის დასასრულებლად კონფლიქტის დაწყების ფუნდამენტური მიზეზების გათვალისწინებაა. დღეს უკრაინის საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგგარეშე შეხვედრა დანიშნა. ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრამდე ევროპელ ლიდერებსა და უკრაინის პრეზიდენტთან, 13 აგვისტოს, ვირტუალურ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

მსგავსი