პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა - პოლიტიკური შეფასებები

აგვისტოს ომიდან 11 წლისთავს დაამთხვია რუსეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთი პროვოკაციული ნაბიჯი. სოჭში, საკუთარ საზაფხულო რეზიდენციაში, ვლადიმერ პუტინმა აფხაზეთის არაღიარებული ლიდერი მიიღო. ოფიციალური თბილისი შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობად განიხილავს და ამ კონტექსტში აქცენტს არაღიარების პოლიტიკის კუთხით მიღწეულ შედეგებზე აკეთებს. სწორედ რაულ ხაჯიმბასთან რვათვიანი პაუზის შემდეგ გამართული შეხვედრის გამო, მოსკოვი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს.

შეფასებების დროს აქცენტი იმ გარემოებაზეც გაკეთდა, რომ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტი, კრემლის ლიდერს აფხაზეთში დაგეგმილი ე.წ. არჩევნების წინ შეხვდა.