პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა

2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავის წინ, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან წარმოადგენს მორიგ უკანონო მცდელობას, მოხდეს საოკუპაციო რეჟიმების ლეგიტიმაცია და დაკანონდეს რუსეთის კონტროლი ოკუპირებულ რეგიონებზე. ასე აფასებს ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრას საგარეო საქმეთა სამინისტრო.

დავით ზალკალიანის განცხადებით, რუსეთის ეს მოქმედება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და უხეშად უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს.   ვლადიმერ პუტინი  რაულ ხაჯიმბას სოჭში შეხვდა.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე ორმხრივი სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრას შეფასებები მოჰყვა როგორც მმართველ გუნდში ისე ოპოზიციაში.