პუტინი-ხაჯიმბას შეხვედრა

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერთან, რაულ ჰაჯიმბასთან შეხვედრას გეგმავს.

კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრა დღეს სოჭში გაიმართება, სადაც საუბარი ოკუპირებულ აფხაზეთსა და კრემლს შორის არსებული სოციალურ-ეკონომიკურ ურთიერთობების გაღრმავებას შეეხება. მანამდე კი დე-ფაქტო ლიდერმა აფხაზურ მედიასთან საუბარში, რუსეთის პრეზიდენტის კეთილგანწყობასა და სოხუმის აეროპორტის გახსნაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტორი უკვე არსებობს და ამ ეტაპზე საჭირო დოკუმენტაცია მზადდება.

თბილისის შეფასებები ტრადიციულად მკაცრია, აქ შეხვედრას არალეგიტიმურად მიიჩნევენ, რადგან იგი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გვერდის ავლით ხორციელდება. დეპუტატები აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან გრძელდება.

დატოვე კომენტარი