პუტინი-ერდოღანის შეხვედრა

ვლადიმერ პუტინისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის შეხვედრა მიმდინარეობს სოჭში. შეხვედრის დაწყებამდე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რეგიონში ვითარება უკიდურესად მწვავეა, რის გამოც აუცილებელია თურქეთ-სირიის ორმხრივი შეხვედრა. რუსეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ანკარა და მოსკოვი საკუთარ როლს ყველა რთული რეგიონული პრობლემის მოგვარებაში შეასრულებენ. თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთის სამხედრო ოპერაცია სირიაში ახალ რეალობას შექმნის.

შეგახსენებთ, სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს სულ რაღაც 5 საათში იწურება.