პუტინი ახალშექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას გამართავს

ვლადიმერ პუტინის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მოსამზადებლად სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც 75 ადამიანი შედის. მათ შორის არიან სენატორები, დეპუტატები, იურისტები, ასევე სპორტისა და შოუბიზნესის ვარსკვლავებიც. პუტინი ახალშექმნილ სამუშაო ჯგუფთან შეხვედრას დღეს გამართავს. რუსეთის პრეზიდენტმა დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ 15 იანვარს, ფედერალური კრებისადმი ყოველწლიურ მიმართვაში ისაუბრა. საკონსტიტუციო ცვლილებები, პარლამენტის  როლის გაძლიერებასა და პრეზიდენტის პოსტისა და სხვა მაღალი თანამდებობის მსურველთათვის კრიტერიუმებს გამკაცრებას ითვალისწინებს.

დატოვე კომენტარი