პურის ფესტივალი ბოტანიკურ ბაღში

ბოტანიკურ ბაღში პურის ფესტივალი მიმდინარეობს, სადაც კომპანიებისა და მცირე მეწარმეების მიერ მომზადებული სხვადასხვა სახეობის პურია წარმოდგენილი. ფესტივალის სტუმრებს საშუალება აქვთ, პროდუქცია ადგილზე დააგემოვნონ. ღონისძიების მიზანი, ქართული ტრადიციული მარცვლოვანი კულტურების პოპულარიზაციაა.

ფესტივალის ფარგლებში, პროექტ “გემოვანთან”, თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა, რომლის მიზანი, საქართველოს ტერიტორიაზე ქართული ტრადიციული ხორბლებისთვის საცდელი ნაკვეთების შექმნაა.